ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნაძალადევში, ხუდადოვის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხებულია საგზაო მოძრაობა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.

უწყების ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო  და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.