ნაძალადევისა და სამგორის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება
ნაძალადევისა და სამგორის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის  N 11-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

„აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 სთ-დან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონში ზესტაფონის ქუჩას.

ასევე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, 17:30 სთ-დან 22 ნოემბრის 08:30 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ ორხევში გოკიელის, ფიოსმანის, სააკაძის, ესენინის, პეტრიწის, ამირანაშვილის, ბანეთაშვილის, კაკაბაძის და წუწუნავას ქუჩებს, კახეთის გზატკეცილზე თვალჭრელიძის #2 და ისთ ფოინთს, ამილახვრის, აბაშვილის, სამხედრო დასახლებას, ქიზიყის ქ. # 19-33 და 18-26, ალექსეევკის დას-ში მ. გრიგოლაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს და აეროპორტის დასახლებაში ხვედელიანის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, ჭანკოტაძის, ბ.ქებურიას ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს” – ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.