ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13:03, 25.02.2026

გურამიშვილის პირველი ჩიხის N70-თან, დაახლოებით, 3 500 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რაიონული გამგეობა მსგავსი ტიპის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს.

„ამ ეტაპზე გურამიშვილის პირველი ჩიხის N70-თან ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი