ნაძალადევის რაიონში, მიტოვებულ სახლში ხანძარი გაჩნდა
ნაძალადევის რაიონში, მიტოვებულ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 10-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა.