ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 50 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცათ
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 50 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცათ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილისა და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 50 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცათ.

სოციალურ კამპანიაში ჩაერთნენ კომპანიები: „ჯავას“, რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“, რესტორანი „იმპერიალი“, ს.ს. „ნიკორა“, შპს „ტკბილი ქვეყანა“, შპს „მითანა“, ს.ს „იბერია რეფრეშმენტსი“ და ს.ს „კოკა-კოლა ბოლთლერს ჯორჯია“.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კამპანია პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე საქართველო ახალ კორონავირუსს (covid-19) საბოლოოდ არ დაამარცხებს.

„ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ამ მძიმე ჟამს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველ თანამოქალაქეებს. ეს ჩვენი ღირსების საქმეა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბიზნესმენებს და კომპანიებს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება გააკეთეს ჩემს და ბატონი ალექსანდრეს თხოვნაზე და იმაზე მეტიც კი გააკეთეს, ვიდრე ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული. ჩვენს თანამოქალაქეებს კი მოვუწოდებ, იყვნენ მშვიდად და დაიცვან მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ვირუსს!“,- განაცხადა ყაველაშვილმა.