ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალს ამ წუთებში უყენებენ
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალს ამ წუთებში უყენებენ

ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში უყენებენ.

დიღმის მთავარ სამმართველოში დაკავებულის ადვოკატი ცოტა ხნის წინ შევიდა.

ნინო ტაბატაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას. თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ბრალი ჯერ არ გაცნობია ოფიციალურად. დამატებით განვუმარტავ ყველა უფლებას, რაც მას გააჩნია.

მე სახელმწიფოს წესით დანიშნული ადვოკატი ვარ. ის სოციალურად დაუცველია, მიიღებს უმაღლესი ხარისხის იურიდიულ დახმარებას, ამის გარანტიას გაძლევთ.

მეზობლების კომენტარები და განცხადებები ჩემთვის არ არის პრიორიტეტი, არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მხოლოდ ის არის მტკიცებულება, რასაც ბრალდების მხარე გადმომცემს.

​მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, ორი საათის შემდეგ ვითხოვ საქმის მასალებს, თუმცა ამ დრომდე არ გადმომცემია.

მაგრამ დარწუნებული იყავით, რომ ვიდრე საქმეს დეტალურად არ გავეცნობი დროებითი მოთავსების იზოლატორში, მანამდე გამომძიებელს არ მივცემ უფლება,ს თუნდაც ბრალი წარუდგინოს და გამოკითხოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.

აღნიშნულ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.