ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალის დამძიმებაზე გენერალური პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალის დამძიმებაზე გენერალური პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალის დამძიმების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით რასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, – აცხადებენ პროკურატურაში.