ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე სამი სახლის სახურავი იწვის
ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე სამი სახლის სახურავი იწვის

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე  სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი იწვის.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც გვერდით მდებარე ორი სახლის სახურავზეც გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე გასულია 12  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.