ნაძალადევის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისაშვილის, მირზაანის, კიშინოვის, წერონისის, სანავარდოს, თოდრიას, ფირცხალავასა და ლაითურის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.