ნაძალადევის მაჟორიტარმა სოფო კილაძემ განვლილი ერთი წელი შეაჯამა
ნაძალადევის მაჟორიტარმა სოფო კილაძემ განვლილი ერთი წელი შეაჯამა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ განვლილი ერთი წელი შეაფასა.

როგორც კილაძემ შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, მის სამაჟორიტარო ბიუროში ერთი წლის განმავლობაში 2800-ზე მეტი განცხადება შევიდა, საიდანაც 1800 დაკმაყოფილდა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, გაიმართა არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა, გაიხსნა ერთი სოციალური საწარმო-სამკერვალო, სადაც 10 სოციალურად დაუცველი და დევნილი ქალი დასაქმდა.

სოფო კილაძის თქმით, ის მუდმივად მზად არის შეხვდეს ნაძალადევის მოსახლეობას და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

„ჩემ ამომრჩეველს გავაცანით ერთი წლის ანგარიში. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს საზოგადოებამ, რას აკეთებს მის მიერ არჩეული მაჟორიტარი საკანონმდებლო ორგანოში, რას აკეთებს ის მათთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, ასევე დემოკრატიის კუთხით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც შემიძლია ვიამაყო, ეს არის სოციალური საწარმოს შექმნა, სადაც შეიქმნა სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ სოციალურად დაუცველები და დევნილი ქალბატონები“,- განაცხადა სოფო კილაძემ.