ნადია მურადი ნობელის პრემიის თანხით მშობლიურ ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს
ნადია მურადი ნობელის პრემიის თანხით მშობლიურ ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს

ნადია მურადი ნობელის პრემიის მინიჭების ფარგლებში მიღებული თანხით მშობლიურ ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს. ნობელიანტი აქტივისტი ამჟამად სწორედ ქალაქ სინჯარში იმყოფება, სადაც წლების წინ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტყვედ აიყვანეს.

ნადია მურადის მიერ აშენებულ საავადმყოფოში სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს უმკურნალებენ. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

2014 წლის აგვისტოში ერაყის ქალაქ სინჯარს „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალები დაესხნენ თავს.

ტერორისტებმა შვიდი ათასამდე ახალგაზრდა ქალი ტყვედ აიყვანეს და ქალაქ მოსულში გადაიყვანეს, მათ შორის იყო ნადია მურადიც. ის „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში“ თვეების განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ახალგაზრდა გოგონა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან რადიკალების ტყვეობიდან დაღწევა მოახერხა და გერმანიაში გაიქცა.
მას შემდეგ ნადია მურადი აქტიური უფლებადამცველი გახდა. დღეს ის სწორედ იმ პრობლემების მქონე ქალების უფლებებს იცავს, რასაც წლების წინ თავად ებრძოდა.

2018 წელს ნადია მურადს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ჯილდოს სახით კი მას ერთი მილიონი დოლარი გადასცეს.