ნადალმა შეიძლება აშშ-ის ღია პირველობა ან „როლან გაროსი“ გამოტოვოს
ნადალმა შეიძლება აშშ-ის ღია პირველობა ან „როლან გაროსი“ გამოტოვოს

მსოფლიოს მეორე ჩოგანის, რაფაელ ნადალის ბიძამ ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მისმა ნათესავმა, შესაძლოა, გამოტოვოს 2020 წელს „დიდი სლემის“ ორი ტურნირიდან (აშშ-ის ღია პირველობა ან როლან გაროსი) ერთ-ერთი. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება გადატვირთული განრიგი გახდეს.

მუხლზე ოპერაციის შემდეგ, როჯერ ფედერერი 2020 წელს არ ითამაშებს და ეს არის კარგი შესაძლებლობა ნადალისთვის და ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, შეავიწროვონ შვეიცარიელი „დიდი სლემის“ ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობისთვის ბრძოლაში (ფედერერს 20 ტიტული აქვს, ნადალს – 19, ჯოკოვიჩს – 17). მაგრამ 34 წლის ნადალისთვის შეიძლება რთული იყოს ასეთი მჭიდრო განრიგით თამაში.

„მე ველაპარაკე რაფას და მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ ტურნირებში ითამაშებს. განრიგი არარეალურია, განსაკუთრებით ვეტერანებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ზედიზედ ამდენი კვირა თამაშს. ვფიქრობ, ATP არ მოიქცა ლამაზად. ეს გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რაფა და ნოვაკ ჯოკოვიჩი“, – განუცხადა ტონი ნადალმა ESPN-ს.

დატოვე კომენტარი