ნადალმა მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გეიმი წააგო
ნადალმა მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გეიმი წააგო

როლან გაროსზე მეორე რაუნდი დასრულდა და პარასკევს 1/16 ფინალის ეტაპი იწყება.

პირველ წრეში გარკვეული სირთულეების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა შტორმივით გადაუარა თავის მორიგ მეტოქეს, არგენტინელ გვიდო პეიას, რომელსაც სამ სეტში მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო – 6:2, 6:1, 6:1.

პეიას მატჩში ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – ოთხივე საწყისი სეტის პირველ გეიმში. ნადალმა ეს საფრთხეები მოიგერია, რეალურად კი საქმეს ხელი 2:2-დან მოჰკიდა, როცა ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო და 6:2, 5:0 დაწინაურდა.

ერთადერთი, რაც პეიას ამ მატჩში კარგად გამოსდიოდა, ბრეიკ-პოინტების მოგერიება იყო – ნადალმა 20-დან შვიდი შანსი გამოიყენა.

რაფას შემდეგი მეტოქე გამოცდილი ფრანგი რიშარ გასკე იქნება, რომელთანაც “გრუნტის” მეფეს 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული. ბოლოს გასკემ ნადალს სეტი 10 წლის წინ მოუგო.

მამაკაცთა ტურნირზე 1/16 ფინალის წყვილები ასეთია:

ნადალი (ესპ, 1)-გასკე (საფ, 27)
მარტერერი (გერ)-ზოპი (ესტ)
შვარცმანი (არგ, 11)-ჩორიჩი (ხორ)
მ. ზვერევი (გერ)-ანდერსონი (ს. აფრ, 6)
ჩილიჩი (ხორ, 3)-ჯონსონი (აშშ)
ფონინი (იტა, 18)-ედმუნდი (ბრიტ, 16)
ისნერი (აშშ, 9)-ერბერი (საფ)
რამოსი (ესპ, 31)-დელ პოტრო (არგ, 5)
გოფენი (ბელ, 8)-მონფილსი (საფ, 32)
ჩეკინატო (იტა)-კარენო ბუსტა (ესპ, 10)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13)-ჯოკოვიჩი (სერ, 20)
ვერდასკო (ესპ, 30)-დიმიტროვი (ბულ, 4)
ტიმი (ავსტრია, 7)-ბერეტინი (იტა)
ნიშიკორი (იაპ, 19)-სიმონი (საფ)
პუიე (საფ, 15)-ხაჩანოვი (რუს)
ძუმჰური (ბოს, 26)-ა. ზვერევი (გერ, 2)