ნადალმა 2020 წლის ოლიმპიადას დაუმიზნა
ნადალმა 2020 წლის ოლიმპიადას დაუმიზნა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა „ტენის 365-თან“ (Tennis 365) კომენტარში დევისის თასის ფინალურ ტურნირსა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შესაძლებლობა შეაფასა.

„ძალიან მინდა დევისის თასზე გამოსვლა, თუმცა, იქამდე თითქმის ცხრა თვეა დარჩენილი. რთული სათქმელია, რა მოხდება იმ პერიოდში. თუმცა, იქ თამაშს ვიმედოვნებ. ოლიმპიადამდე კიდევ უფრო მეტი – წელიწადნახევარი რჩება და ასევე ვიმედოვნებ ტოკიოში გამოსვლას. იქ ფანტასტიკური ატმოსფერო იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს გეგმები განვახორციელო“, – თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღიას ფინალის შემდეგ, ესპანელმა ერთთვიანი პაუზა აიღო.