ნადალი გავიდა, ჯოკოვიჩი გავარდა - ტორონტოს "მასტერსზე" ყველაზე მეოთხედფინალისტი გაირკვა
ნადალი გავიდა, ჯოკოვიჩი გავარდა - ტორონტოს "მასტერსზე" ყველაზე მეოთხედფინალისტი გაირკვა

ტორონტოს “მასტერსზე” მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. სენსაცია მოხდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბერძენი სტეფანოს ციციპასის მატჩში.

22 წლის ციციპასმა, რომელიც მსოფლიოს 27-ე ჩოგანია, ძალიან მაღალ დონეზე წარმართა შეხვედრა უიმბლდონის ჩემპიონის წინააღმდეგ. ბერძენი საკუთარ მოწოდებაზე თითქმის უშეცდომო იყო – მეტოქეს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა და ჯოკოვიჩი ბრეიკის გარეშე დატოვა.

თავად კი 10 ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა და ამის ხარჯზე მოიგო პირველი და მესამე სეტები – 6:3, 6:7(5), 6:3.

ციციპასი პირველად ითამაშებს “მასტერსის” სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა რთული მატჩი გადაიტანა შვეიცარიელი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ, რომელიც თანდათან იბრუნებს სპორტულ ფორმას. პირველ სეტში ესპანელმა ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში კი ვავრინკა 5:3-ს იგებდა, სეტზე აწვდიდა, მაგრამ ნადალმა შეძლო ტაი-ბრეიკამდე მისვლა და მე-13 გეიმის მოგება. შეხვედრა 2 საათი და 7 წუთი გაგრძელდა – 7:5, 7:6(4).

მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
ნადალი (ესპ, 1)-ჩილიჩი (ხორ, 6)
ჰაასე (ჰოლ)-ხაჩანოვი (რუს)
ანდერსონი (ს. აფრ, 4)-დიმიტროვი (ბულ, 5)
ა. ზვერევი (გერ, 2)-ციციპასი (საბ)