„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია პერფომანსი გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ბათუმში მიმდინარე აქციებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა, შსს-ს შენობასთან ბუშტები გაუშვეს.

მათივე თქმით, ბუშტები საშიშროებას არ წარმოადგენს და აბსურდია, როდესაც პოლიციელები მოქალაქეებს ბუშტების გაშვებას უკრძალავენ.

„მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია. ამ ხელისუფლებამ შეზღუდვებს დაამატა კიდევ ერთი შეზღუდვა და საზოგადოებას ეუბნება, რომ ბუშტების გაშვება არის დასჯადი. ერთპარტიული პარლამენტით იმდენად ხიბლში არიან ჩავარდნილი, რომ ბოლომდე დიქტატურა უნდათ დაამყარონ. ეს არის იმის მესიჯი, რომ ვერანაირ დიქტატურას ვერ დაამყარებენ. ვისაც ბუშტის გაშვება მოუნდება, ბუშტებს გაუშვებენ, ხელისუფლების გაშვება როცა მოუნდებათ, ხელისუფლებას გაუშვებენ. როგორც ბუშტებს გავუშვებთ, ასე გავუშვებთ ამ მთავრობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი მუმლაძემ.