„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

ცვლილებები მეორე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – მიხეილ დაუშვილი, ალეკო ელისაშვილი, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი, თამარ კორძაია, ჰერმან საბო, შალვა კერესელიძე.

სამი ოპოზიციური პარტია საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ პირველი მოსმენის რეჟიმში საკუთარი წინადადებები და შენიშვნები გაახმოვანეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა. ამასთან, აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით გუშინ მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.