„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დევი ჭანკოტაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დღევანდელ წარდგენაზე ცნობილი გახდა, რომ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე აღარ იქნება. მის ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ დევი ჭანკოტაძე უკვე ატარებდა საარჩევნო კამპანიას და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული.