„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.

კანდიდატი შუალედური არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ წარადგინა.

„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც იმ ბრძოლაში შედის, სადაც მამამ გაიმარჯვა; იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ, ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები ამ ბრძოლაში მათე ფუტკარაძეს მივყვებით.

ამით გვინდა, დავამტკიცოთ და აუცილებელად დავამტკიცებთ, რომ შანტაჟი, მოსყიდვა, ძალადობა და ვერც სიკვდილი გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებს. როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე ცხონებულ ნუგზარ ფუტკარაძეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.