„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში რეგისტრაციის შესახებ ცესკო-ში განცხადება წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში რეგისტრაციის შესახებ ცესკო-ში განცხადება წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში რეგისტრაციის შესახებ ცესკო-ში განცხადება წარადგინა. ცესკო-ში რეგისტრაციის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ შეიტანა.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები საზოგადოებისთვის წყალგამყოფი იქნება. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეს შევიტანეთ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დავრეგისტრირდით არჩევნებისთვის, რომელიც არის წყალგამყოფი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავლისთვის. უნდა ავირჩიოთ ერთის მხრივ, დარჩენა რუსულ ორბიტაზე, იმ კორუფციაში, რაც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა, ან უნდა ავირჩიოთ უკეთესი მომავალი, დემოკრატიული და დასავლური მომავალი. დარწმუნებული ვარ, ადამიანები ძალიან ღირსეულ და სწორ არჩევანს გააკეთებენ და აირჩევენ უკეთეს მომავალს საკუთარი შვილებისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რვა წლის მანილზე იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ავამგარდში და რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ამ ბრძოლის მოგების ავანგარდში 31 ოქტომბერს, როდესაც ოპოზიცია ერთობლივად დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და დაასრულებს მასთან ერთად იმ უიმედობას, რომელიც რვა წლის მანძილზე იყოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.