სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები ხელისუფლებისთვის არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს 
სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები ხელისუფლებისთვის არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს 

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებები არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს.

„მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ესმოდეს, რომ ჩვენ დღეს აქ ვიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებს, რადგან დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის უფლებები არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის. დღეს ორი ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მორიგი აბსურდული ბრალდება შეთითხნოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ეს არის მხოლოდ დასასწყისი, ჩვენ დარჩენილ რამდენი კვირაში მუდმივ რეჟიმში დავიწყებთ წინააღმდეგობას. მაგრამ ამ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

დატოვე კომენტარი