„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

როგორც მირდატ ქამადაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გამოხატვის ფორმა არასასურველია,  მაგრამ იგი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში, ამის გამო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა. მან ინციდენტის მონაწილეთა დასჯა მოითხოვა.

„ვგმობ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ ბნელ და ძალადობრივ თავდასხმის აქტს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

დატოვე კომენტარი