„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა, რომელიც რამდენიმე დღეა ბათუმის მერის კაბინეტთან პროტესტის ნიშნად ზის და აიპებ-ში დასაქმებულთა სიების გასაჯაროებას ითხოვს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის პრესცენტრის ინფორმაციით, იგი დააკავეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.

უწყების ცნობით, ჯელალ ქიქავა გამოკითხვაზე დაიბარეს, რადგან დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება შემთხვევაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.

მერიის დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ქიქავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სამართალდამცველებს აცნობა. სწორედ მისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული მოკვლევა.