„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში მივიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში მივიდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში მივიდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

აზერ სულეიმანოვი პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად მივიდა.

როგორც რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, სულეიმანოვს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს დაკავებისგან და ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი არ დგას. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტზე დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვის და კიდევ ორი პირის მიმართ.