„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიაში წიგნები მიიტანეს 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიაში წიგნები მიიტანეს 

კახა კალაძემ მერობის მეასე დღე დააგვირგვინა იმით, რომ ომი გამოუცხადა წიგნს, წიგნიერებას და ბიბლიოთეკას, ჩვენ აქ მოვედით, რათა ჩავაბაროთ კანცელარიაში დედაქალაქის მერის სახელზე წიგნები“ – ამ სიტყვებით მიმართა, მერიასთან აქციის მონაწილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

მერიასთან შეკრებილებმა კახა კალაძის მერობის 100 დღეს შეაფასეს.

ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებსა და თბილისის ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვაში დაადანაშაულა.

„აქ დაფაზე ჩამოწერილია ის პრობლემები, რაც მოჰყვა დედაქალაქის მერიაში მის მოსვლას, საუბარია კორუფციაზე, მილანურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. საუბარია ბავშვების კვების პრობლემაზე, გენერალური გეგმაზე, უკანონო მშენებლობების გაგრძელებაზე, რაც ჟვანიას, ქიაჩელისა და ატენის ქუჩებზე გამოიხატა. რაც მთავარია ამ ადამიანმა გააორმაგა ხელფასები დედაქალაქის მერიაში, მოიგონა ახალი შტატები, სადაც მილიონობით ლარს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან და მეასე დღე დააგვირგვინა იმით, რომ პირდაპირ ომი გამოუცხადა წიგნს, წიგნიერებას და ბიბლიოთეკას, ჩვენ აქ მოვედით, რათა ჩავაბაროთ კანცელარიაში დედაქალაქის მერის სახელზე წიგნები. ვთხოვთ, რომ გადახედოს წიგნებს და ამის მერე მაინც შეწყვიტოს ბრძოლა წიგნების, წიგნიერების და ბიბლიოთეკის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც კახა კალაძე მოვიდა დედაქალაქის მთავრობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ნარმანიას საქმის გამგრძელებელი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.