ნაციონალური მოძრაობის წევრები სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვენ
ნაციონალური მოძრაობის წევრები სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები დევნილთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მონაწილეა და ხელს აფარებს დამნაშავეებს.

„დღეს სუბარი მინისტრის თანამდებობაზე კი არა, მთავარ პროკურატურაში უნდა იყოს დაკითხვაზე. სუბარი ხელს აფარებს დამნაშავეებს, ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას და ბოროტად იყენებს საკუთარ უფლბამოსილებას“,- განაცხადა აქციის ოეგანიზატორმა ბესო შენგელიამ.

ბრალდებებს სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია.