„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

„პროცესები, რომლებიც ამ შენობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს, შორსაა სამართალთან, ეს არის ერთი ოლიგარქის პირადი ანგარიშსწორება მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს. სირცხვილია, პრეზიდენტს ედავებიან, რომ 179 მსჯავრდებული შეიწყალა და გაუნახევრა სასჯელი. ამ ბრალდებით ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს, ეს ქვეყნის სირცხვილია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.