„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქში ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქში ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ავტოკოლონებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს.

პარტიის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ, რესპუბლიკის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.