„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში 9 აპრილს გმირთა ხეივანში, მემორიალთან შეხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში 9 აპრილს გმირთა ხეივანში, მემორიალთან შეხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში 9 აპრილის დადგომას გმირთა ხეივანში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან შეხვდებიან.

პარტიის ოფისიდან ისინი მემორიალამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ღამის საათებში დაწესებულ შეზღუდვებს პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, არღვევენ, რადგან მათთვის ეს ყოველწლიური ტრადიციაა.

„ჩვენ ყოველ წელიწადს ტრადიციულად ასე ვხვდებით 9 აპრილს და გამონაკლისი არც ეს წელია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიშა ბოლქვაძე.

როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, ეს დღე უნდა გახდეს საყოველთაო შერიგების დღე, უნდა დასრულდეს საზოგადოების პოლარიზაცია.

მისი განცხადებით, 9აპრილის დადგომას მემორიალთან შეხვდებიან და შემდეგ დაიშლებიან.