„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

მუზეუმში პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ომი გაიხსენა და რუსული აგრესიის საწყისს ეტაპებზე ისაუბრა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ აგვისტოს სამხედრო ტერორისტული აგრესია, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო პირველი. 1990 წლიდან შეუწყვეტლივ მიმდინარეობს რუსეთის აგრესია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის საშუალება. ამას შეგვიძლია დავუპირისპიროთ რამდენიმე რამ, ეს არის კარგად მოფიქრებული საგარეო პოლიტიკური კურსი, მძლავრი ეკონომიკა და პროფესიონალი, კბილებამდე შეიარაღებული არმია, რომელიც საქართველოს ყველა საფრთხისაგან დაიცავს. ამის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია თუ საზოგადოება ერთიანი არ იქნება. იმ პირობებში რა პირობებში დღეს ვცხოვრობთ, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ებრძვის არა მცოცავ ოკუპაციას, მოქალაქეებს ყოველდღიურ გატაცებას, არამედ თავისუფალ ტელევიზიებს, ეკონომიკა განადგურებულია და ლარში ახლა დაახლოებით 30 ცენტს იძლევიან და მალე კბილებში მოგარტყამენ თუ ლარს დაანახებ, ამ პირობებში ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.