„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

„ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა.

აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ.

დატოვე კომენტარი