„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილის ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს. აქციაზე მყოფი ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ ანალოგიური შეკრებები ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი, რის შემდეგაც თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

„არ მივცემთ საშუალებას რუსულ ოცნებას, მოკლას საქართველოს ისტორია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ არ გავჩერდებით, აქციები გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი შევიკრიბებით თბილისში და ეს აქცია გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.

აქციაზე მივიდა ერთი მოქალაქე, რომელმაც აქციის მიმდინარეობა გააპროტესტა და ის სამართალდამცველებმა ტერიტორიას განარიდეს.