„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდნენ.

პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჯილიან სტირკს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით, პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარებაში.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებულ ძალადობრივ კამპანიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ დარღვევებს დაეთმო.