„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა - რვა საათამდე პასუხი თუ არ გვექნება, ფეხებზე გვკიდია კორონა, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა - რვა საათამდე პასუხი თუ არ გვექნება, ფეხებზე გვკიდია კორონა, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა თეატრიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. „წადი, წადი“, „მიშა, მიშა“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ ცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა.

„ველოდებით რვა საათს. თუ რვა საათამდე არ გვექნება პასუხი, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე, არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას. გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფეხებზე გვკიდია კორონა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! ველოდებით რვა საათს, ვიწყებთ მოქმედებას, გადავდივართ პირდაპირ, მორჩა, დამთავრდა“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.