„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი ბათუმის ბულვარში აქციას მართავს 
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი ბათუმის ბულვარში აქციას მართავს 

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი ბათუმის ბულვარში, სადაც რეაბილიტირებული კაფე რვაფეხა უნდა გაიხსნას, საპროტესტო აქციას მართავს. მათ მოიტანეს პლაკატები წარწერით „გახარია წადი“.

ისინი კაფის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის მეთაური ოკუპაციის პრობლემებით უნდა მუშაობდეს.

„დარღვეულია ქვეყნის კონსტიტუცია, იმის მაგივრად, რომ პრემიერი ტერიტორიებს იცავდეს, აქ ჩამოდის და რაღაც ძველ კაფეს ხსნის, რომელსაც ახალი კაფელები მიაკრეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.