„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტთან კარვები გაშალა
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტთან კარვები გაშალა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა კარვები გაშალა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 10-მდე კარვის გაშლას გეგმავენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრმა ბესო შენგელიამ განაცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას არ შეეგუებიან.

მისი თქმით, აქციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მხარდამჭერებს ელოდებიან.