„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მათი მოსვლის შემდეგ განხორციელდება არაერთი რეფორმა და არ იარსებებს კორუფცია.

„უტიფარი დაპირებების გარდა, არაფერი ხდება. ბედნიერები ხართ? ერთი დაპირება მაინც აგისრულეს? იმსახურებს საქართველო და გურია ისეთ ყოფას, როგორშიც ხართ? ვიმსახურებთ ემიგრაციაში წასვლას? არ გვინდა ემიგრაცია, ჩვენ ვიმსახურებთ აქ ღირსეულად ყოფნას, ვართ უმძიმეს კრიზისში, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში. ხალხი ვეღარ იტანს ამ სიტუაციას. მოვიკრიბოთ ძალა, რომ ყველა ემიგრაციაში არ წავიდეს.

ჩვენი გუნდი იზრუნებს განათლებაზე, თავდაცვაზე, აღორძინებაზე. ჩვენ არავის გამოცდილების ბრმად გადმოტანა არ გვჭირდება, ისეთი ისტორია გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.