„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელია, მისი მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ისინი სპეციალური დანიშნულების რაზმს მშვიდობიანად დახვდებიან და ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციის წევრები 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან.