"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები თბილისში, “რუსთაველის მეტროსთან” იკრიბებიან. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეკრების უკრაინაში, მიზანი მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარების გაპროტესებაა.

საპროტესტო აქცია სახელწოდებით – ღირსების მანიფესტაცია, რამდენიმე წუთში დაიწყება.

პარტიაში ამბობენ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენები არის ბრძოლა არა ცალკეულ ლიდერებთან, არამედ  მოსკოვის მცდელობა, გააძლიეროს საკუთარი გავლენა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლებზეც საქართველოსა და უკრაინის დროშებს შორის მიხეილ სააკაშვილის პორტრეტია გამოსახული.

ფოტო: მირიან მელაძე