„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ვალერი მუსაევს 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

13:28, 21.12.2018

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ვალერი მუსაევს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალმდებელის სერგო გიორგაშვილის მოთხოვნა პატიმრობაში დატოვების შესახებ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემდეგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ვალერი მუსაევს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით გუშინ ბრალი წარედგინა. ვალერი მუსაევი სამართალდამცველებმა 19 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის დავით კირკიტაძესთან ერთად, 16 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

მსგავსი