„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი, რომელიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის გამო, პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ.

როგორც ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა  გულნაზი ცანკაშვილს ცილისწამებისთვის თავად უჩივლოს.​

ელმირა ბეციაშვილი თელავის პროკურატურაში ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებლების კითხვებს.

პროკურატურის დატოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განმარტავს, რომ გამომძიებლებს  აინტერესებდათ ნამდვილად მისცა თუ არა მან სოფელ ვეჯინში მცხოვრებ ცანკაშვილებს 40-40 ლარი მათი ენმ-ს პარტიის კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

“მე ავუხსენი, რომ ეს იყო სიცრუე და პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან სოფელ ვეჯინში, ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ველოდები გამოძიება დასრულდეს. როგორ განვითარდება მოვლენები დავაკვირდები, არ გამოვრიცხავ, რომ მე ვუჩივლო გულნაზ ცაკაშვილს ცილისწამებისთვის”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი.