„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ელმირა ბეციაშვილთან გამოძიებას კითხვები შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით აქვს. საკითხი ეხება რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარ ინციდენტს.

ამავე სოფელში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამტკიცებს, რომ მის რძალს ბეციაშვილმა მასთან გაატანა 40 ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

როგორც გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, ფულის აღებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, რძალი და შვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, რძალმა არამარტო სცემა, არამედ ხელის მტევანზე რამდენჯერმე უკბინა. გულნაზ ცაკაშვილმა ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა. საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.