„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ბაიბა ბრაჟეს შეხვდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ოდრა პლეპიტესთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდნენ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესება იყო“.
„პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეები, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო მიმოსვლა, სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს და მოძალადეებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ქართველი ხალხის უფლებებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.