„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ

09:27, 18.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ. იქ შეკრებილები სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მთელი ღამე, მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ს ოფისში იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი