„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა და ის 1500 ლარით დააჯარიმა. ჩხეტიას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
ჩხეტიას თქმით, მან მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა საქმეზე შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი ფაცაციას მიმართ მოკვლევა დაიწყოს.
მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ენმ-ს კიდევ ორ წევრთან ერთად დააკავეს და მას 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ.