„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ 21:00 საათიდან შეზღუდვებს დემონსტრაციულად დაარღვევენ
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ 21:00 საათიდან შეზღუდვებს დემონსტრაციულად დაარღვევენ

დღეს, 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა რუსკა მჭედლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები ამ ფორმით კომენდანტის საათს გააპროტესტებენ.

მჭედლიძის თქმით, დღეს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ისინი რუსთაველზე დემონსტრაციულად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვებს და ისეირნებენ.