„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან რკინის გალია მიიტანეს, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან რკინის გალია მიიტანეს, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რკინის გალია მიიტანეს და მთავრობის სახლის შესასვლელთან დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც კამათი მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გალია სიმბოლურად, სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით მიიტანეს.

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსულ ციხეში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იგი გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ხალხი გაუღებს მას ციხის კარს, ისევე, როგორც გავაღეთ ახლა ამ გალიის კარი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ვარშალომიძე.

ხმაური რამდენიმე წუთი გაგრძელდა. გალია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიტანეს.