„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში პარტიის ოფისთან განვითარებული პროცესების გამო შესაბამის რეაგირებას მოითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში პარტიის ოფისთან განვითარებული პროცესების გამო შესაბამის რეაგირებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის პოლიციის უფროსისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება 3 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული პროცესების გამო.

როგორც ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, 3 დეკემბერს პარტიის ოფისთან მომხდარი ვანდალიზმია და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს.

ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, ისინი ზუგდიდის მერს იმ საჯარო მოხელეების სიასაც გადასცემენ, რომლებიც პარტიის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

„ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა გრძელდება. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები ვანდალურად დაარბიეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ოფისი. პოლიციას ჰქონდა შეტყობინება და რეაგირება არ მოუხდენია, რაც ჩაიდინა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამოცნობილია 50-მდე ადამიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია 3 დეკემბერს გაიმართა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.