„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოსთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოსთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მოძრაობა „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წევრები. აქციას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც. ისინი საკრებულოში დღეს მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მის გამოძიებას ითხოვენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელები, გია ბარამიძე და ზაალ უდუმაშვილი აცხადებენ, მათ სახელზე საშვი დაშვებული იყო, თუმცა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

მათივე შეფასებით, დღეს „ქართული ოცნება“ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა, როგორც ხელისუფლების მამხილებელს.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო ლევან ხაბეიშვილმა.