„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრებას ითხოვს

14:06, 21.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომას მოწმის სახით დაესწრონ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

როგორც სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სხდომაზე დაესწროს სწორედ ეს ორი ადამიანი, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა აქვთ სათქმელი.

„სარჩელი ეხება 2003-2012 წლების და შემდეგ 2012-დან დღემდე პერიოდს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მოყვანილი მოწმედ. ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს, თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვებს დაუსვამს, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ელჩს წარმოადგენდა. ასევე, ბატონი გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ამასთან, გვინდა მოწმის სახით იყოს ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით 2012-დან დღემდე პერიოდზე როცა ვსაუბრობთ. მისი პოზიციაც და, მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის პოზიციის არის არსებითად მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ, რა ხდება“, – განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სასამართლოს გადასცემს დოკუმენტს „„ქართული ოცნების“ სისტემური დანაშაულების შესახებ“. „თუ ვინმეა ასაკრძალი, ეს არის „ქართული ოცნება““,- აღნიშნა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

მსგავსი